• khalkhistvis@gmail.com
  • 579 18 37 81
სოციალური მედია
Edit

About Us

We must explain to you how all seds this mistakens idea off denouncing pleasures and praising pain was born and I will give you a completed accounts off the system and expound.

Contact Us

  • Rock St 12, Newyork City, USA
  • (000) 00000000
  • Week Days: 09.00 to 18.00 Sunday: Closed
 ანა დოლიძემ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა „ხალხისთვის“ წევრებთან ერთად აქცია გამართა

მოძრაობა „ხალხისთვის” დამფუძნებელმა ანა დოლიძემ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის წევრებთან ერთად აქცია გამართა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის და ბავშვებისათვის საფრთხის შემცველია.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს რეაგირება არ აქვთ.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში, აქ ცურვისას ექვსზე მეტი ბავშვია დაღუპული. მიუხედავად ჩვენი კამპანიისა, აქ არაფერი არ არის შეცვლილი. ბავშვები, რომლებიც აქ მოვლენ საბანაოდ, ისევ დადგებიან სიკვდილის საფრთხის წინაშე. სანამ არ იქნება უმაღლეს დონეზე დაყენებული ბავშვების ფიზიკური უსაფრთხოებაც კი, ბავშვთა დაცვის დღე იქნება ბუტაფორია. მოვუწოდებ მერიას და თბილისის წყლის კომპანიას, აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე და აღკვეთოს ის სიკვდილის ზონა, რომელიც არსებობს თბილისის ზღვაზე“, – განაცხადა დოლიძემ.

დოლიძის თქმით, საჭიროა ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი ნიშნულების მოწყობა.

გაზიარება