• khalkhistvis@gmail.com
  • 579 18 37 81
სოციალური მედია
Edit

About Us

We must explain to you how all seds this mistakens idea off denouncing pleasures and praising pain was born and I will give you a completed accounts off the system and expound.

Contact Us

  • Rock St 12, Newyork City, USA
  • (000) 00000000
  • Week Days: 09.00 to 18.00 Sunday: Closed
 ანა დოლიძე – მოძრაობა „ხალხისთვის“ მხარს ვუჭერთ აჭარის მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, დამოუკიდებელ მედიაში ხელის ფათური, არავის გასვლია

მოძრაობა „ხალხისთვის“ და მისი ლიდერი ანა დოლიძე მხარდაჭერას უცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც რამდენიმე თვეა სხვადასხვა მეთოდით დამოუკიდებელი მედიის შესანარჩუნებლად იბრძვიან, – ამის შესახებ ანა დოლიძის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ამავე ინფორმაციით, მოძრაობა უერთდება 26 ივნისის აქციას – „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაცავად“.

„ჩვენი მოძრაობა „ხალხისთვის“ მხარს ვუჭერთ ტვ. აჭარის მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, დამოუკიდებელ მედიაში ხელის ფათური არავის გასვლია და არც „ქართულ ოცნებას“ გამოუვა. სამწუხაროა ის, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება პირს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს თავად იყო ზეწოლის ობიექტი. ხალხი, რომლის გვერდითაც ვიბრძოდი რამდენიმე წლის წინ ტელეკომპანია 202-ის დასაცავად, დღეს მათ წინააღმდეგ მიწევს გამოსვლა. გიორგი კოხრეიძე, რომელიც არის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, ამჯერად „ქართული ოცნების“ სახელით ცდილობს გაიმყაროს ტელევიზიაზე კონტროლი. ეს პროცესები ძალიან სავალალოა“, – აცხადებს ანა დოლიძე.

მოძრაობა „ხალხისთვის“ ასევე მხარდაჭერას უცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ყოფილ დირექტორს ნათია კაპანაძეს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატია.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში უნდა შეირჩეს ადამიანები, ვინც რეალურად იბრძოლებენ მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის. სამწუხაროდ, დღემდე ამ ტელევიზიამ ვერ შეძლო იყოს ხალხის ტელევიზია, რაც მისი მთავარი ფუნქციაა. ახლა გვაქვს შანსი, რომ გამგეობაში შევიყვანოთ ადამიანები, რომლებიც არ გაჩუმდებიან და პირში წყალს არ ჩაიგუბებენ, როდესაც დაინახავენ როგორ იფლანგება შენი და ჩემი ჯიბიდან გადახდილი ფული რაღაც გაუგებარ ინტერესებზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოძრაობა „ხალხისთვის“ ბოლომდე იქნება ჩართული ბრძოლაში დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, რომ ვერც ერთმა ბიძამ, ნებისმიერი ხარისხის უფლებით, ღილაკზე ერთი დაჭერით ვერ შეძლოს დამოუკიდებელი მედიის გათიშვა“, – აღნიშნავს ანა დოლიძე.

გაზიარება