• khalkhistvis@gmail.com
  • 579 18 37 81
სოციალური მედია
Edit

About Us

We must explain to you how all seds this mistakens idea off denouncing pleasures and praising pain was born and I will give you a completed accounts off the system and expound.

Contact Us

  • Rock St 12, Newyork City, USA
  • (000) 00000000
  • Week Days: 09.00 to 18.00 Sunday: Closed
 ანა დოლიძე – მოძრაობის სამოქმედო გეგმა ხალხთან ერთად დაიწერება, რაც ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა

მოძრაობა „ხალხისთვის“ დამფუძნებლის, ანა დოლიძის განცხადებით, მოძრაობის სამოქმედო გეგმა ხალხთან ერთად დაიწერება, რაც ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ გეგმებში დაკარგულია მთავარი – ხალხის ტკივილი და ხალხის სურვილები.

„ქვეყანა იმყოფება ეკონომიკურ კრიზისში და ეს კრიზისი შეეტყობა ჩვენს თითოეულ ოჯახს. ამ პირობებში მთავრობამ წარმოადგინა რომელიღაც კაბინეტში დაწერილი გეგმა, რომელიც არ უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას და მხოლოდ ტურიზმსა და სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებულებით ძალიან დიდი ხნით დატოვებს საქართველოს მსოფლიოს მესამე ქვეყნებში. ამავე პირობებში ქვეყნის მთავარი პოლიტიკური პარტიები ასევე წარმოადგენენ კაბინეტებში, რამდენიმე კოსტიუმიანი პირის მიერ დაწერილ გეგმებს, სადაც დაკარგულია მთავარი – ხალხის ტკივილი და ხალხის სურვილები. ჩვენ მანიფესტში ვთქვით, რომ ჩვენი ორი უმთავრესი ამოცანა არის დეპოლარიზაცია, დღის წესრიგიდან „ქოც-ნაცური“ ტრფობის გატანა და ამის მაგივრად ხალხის დღის წესრიგის შემოტანა. მოძრაობა „ხალხისთვის“ ვაკეთებთ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას და ხალხთან ერთად დავწერთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ხედვას. პირველად ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში ხალხი პირდაპირი გაგებით იქნება ძალაუფლების წყარო. ხალხთან შეხვედრების შედეგად დაიწერება მუხტი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

დოლიძის ინფორმაციით, სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფთან შეხვედრები ხვალიდან გაიმართება და საბოლოო ჯამში, „ხალხის ხმა იქნება ის ხმა, რომელიც პოლიტიკურ დღის წესრიგში ყველაზე ხმამაღლა გაიჟღერებს“.

„მუხტი გვჭირდება ეკონომიკაში, განათლებაში, სასამართლოში, კორუფციის წინააღმდეგ სასტიკ ბრძოლაში, ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროებში, ეკოლოგიაში და ტერიტორიულ მთლიანობაში. ამ სფეროებში ჩვენ ვაწარმოებთ პირდაპირ დიალოგს ხალხთან და წარმოვადგენთ რაც სტკივა არა რამდენიმე ჩინოვნიკს, არამედ ხალხს. ეს პროცესი და მუხტის მიცემა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის დაიწყება ხვალიდან სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფთან შეხვედრის დროს. შეხვედრები გვექნება ახალგაზრდებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან, ბიზნესმენებთან, ეკონომისტებთან, წვრილ და მსხვილ მეწარმეებთან და ყველა იმ ჯგუფთან, რომელსაც რაღაც კონტრიბუცია შეუძლია გააკეთოს. საბოლოო ჯამში ხალხის ხმა იქნება ის ხმა, რომელიც გაიჟღერებს ყველაზე ხმამაღლა პოლიტიკურ დღის წესრიგში,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

გაზიარება