მოგესალმებით 4people.ge-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის გვერდზე. აქ თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი ვებ-გვერდის მიერ თქვენი პირადი ინფორმაციის დაცულობის, შეგროვების და გამოყენების პროცესებს.

1. კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა წარმოადგენს დოკუმენტს იმის შესახებ, თუ როგორ ხდება თქვენი პირადი ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება 4people.ge-ის მიერ. ვებ-გვერდი შექმნილია და მისი ადმინისტრირება ხორციელდება მოძრაობა “ხალხისთვის”  მიერ.
4people.ge დაგაკავშირებულია მესამე პირის ვებ-საიტებთან, რომელთა მართვა და ადმინისტრირება ხორციელდება ჩვენგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, 4people.ge-ს არ გააჩნია წვდომა მსგავსი ვებ-გვერდების მიერ შეგროვებულ ინფორმაციაზე (გარდა იმ ინფორმაციისა, რაც დაშვებულია მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკით). “ხალხისთვის” პასუხისმგებელი არ არის თქვენს მიერ მესამე პირის ვებ-გვერდებისთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობასა და დაცულობაზე. ამიტომ, გთხოვთ, ყურადღებით შეისწავლოთ 4people.ge-თან დაკავშირებული ვებ-გვერდების კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
“ხალხისთვის” ვებ-გვერდის მოხმარებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ მიიღოთ მისი კონფიდენციალურობის პოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩვენი ვებ-გვერდით.

2. ინფორმაციის დაცულობა
“ხალხისთვის”  არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც სრული პასუხისმგებლობით ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. “ხალხისთვის” იღებს პასუხისმგებლობას, თქვენი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობასა და დაცულობაზე.
გარწმუნებთ, რომ ინსტიტუტს გააჩნია შესაბამისი ტექნიკური და ადამიანური რესურსები, იმისათვის რომ თქვენი პირადი ინფორმაცია იყოს დაცული, ასევე გარწმუნებთ, რომ აუთსორსინგის შემთხვევაში მესამე პირთა მომსახურება უზრუნველყოფს შესაბამისი უსაფრთხოების ზომებს.
შეგახსენებთ, რომ “ხალხისთვის” არ იღებს პასუხისმგებლობას 4people.ge-თან დაკავშირებული მესამე პირთა ვებ-გვერდების უსაფრთხოებაზე, ამიტომ გთხოვთ, წინასწარ გაეცნოთ ამ ვებ-გვერდების კონფიდენციალურობის პოლიტიკას მათი მომსახურებით სარგებლობამდე.
“ხალხისთვის” არ აწარმოებს კომერციულ საქმიანობას და შესაბამისად, არ გაყიდის და არ გადასცემს თქვენს პირად ინფორმაციას მესამე პირს.

3. ინფორმაციის შეგროვება
თქვენს შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხორციელდება რამდენიმე მეთოდით:
IP მისამართი
აღნიშნული მეთოდი საშუალებას გვაძლევს შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენი მდებარეობის, კომპიუტერული ხელსაწყოს და გამოყენებული ბრაუზერის შესახებ.

3. ვებ-ბრაუზერის ქუქიები (Cookies)
ვებ-ბრაუზერის ქუქიები არის ის ინფორმაცია, რასაც ბრაუზერი ინახავს კომპიუტერში თქვენს მიერ სხვადასხვა ვებ-გვერდებზე სტუმრობისას. 4people.ge-ც იყენებს ქუქიებს, იმისათვის რომ გააუმჯობესოს მისი მუშაობა. ვებ-ბრაუზერის კონფიგურაციის შედეგად საშუალება გეძლევათ ნებისმიერ დროს გათიშოთ ქუქიები ჩვენი ვებ-საიტისთვის, თუმცა მსგავსი ქმედების განხორციელების შემდეგ შესაძლებელია, რომ საიტმა იმუშაოს შეფერხებებით.
მესამე პირის ქუქიები
არსებობს 4people.ge-თან დაკავშირებული მესამე პირის ვებ-საიტები, რომლებიც სარგებლობენ თავიანთი ქუქიებით და მათ მიერ შეგროვებულ ინფორმაციაზე ხელი არ მიგვიწვდება, გარდა იმ ინფორმაციისა რაც გათვალისწინებულია მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკით.

4. ინფორმაციის გამოყენება
ინსტიტუტმა თქვენი პირადი ინფორმაცია შეიძლება გამოიყენოს შემდეგი მიზნებისთვის:
• იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ ონლაინ მომსახურება.
• იმისათვის, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია “ხალხისთვის” მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
• იმისათვის, რომ შევაგროვოთ სტატისტიკა და განვსაზღვოთ ვებ-გვერდის მუშაობა თქვენთან მიმართებაში. ეს საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ ვებ-გვერდის ეფექტურობა, მოვარგოთ ვებ-გვერდი თქვენს მიერ გამოყენებულ ტექნოლოგიებს, დავხვეწოთ საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, შევისწავლოთ თქვენთვის ყველაზე მეტად საიტერესო გვერდები და მოვახდინოთ შესაბამისი ცვლილებები ვებ-გვერდის სტრუქტურაში.

5. პირადი ინფორმაციის გამოთხოვნა
ვებ-გვერდის მომხმარებელს აქვს უფლება გამოითხოვოს პირადი ინფორმაცია, მოითხოვოს მისი ჩასწორება, შეცვლა ან წაშლა.

6. დოკუმენტში ცვლილებების შესახებ
“ხალხისთვის” იტოვებს უფლებას აღნიშნულ დოკუმენტში შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება ნებისმიერ დროს. თუ არ ეთანხმებით შესაძლო ცვლილებებს, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ამ დოკუმენტში, მაშინ გთხოვთ არ ისარგებლოთ ჩვენი ვებ-გვერდით.
გარწმუნებთ, რომ დოკუმენტის განახლების შემთხვევაში ინფორმირებული იქნებით ვებ-გვერდის მეშვეობით შესაბამისი ფორმით.

7. გამოყენებული სამართალი
აღნიშნული დოკუმენტი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
დოკუმენტთან დაკავშირებით მხარეებს შორის წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.