სამართლის დოქტორი (JSD) Cornell University; სამართლის მაგისტრი (LLM) Leiden University; სამართლის მაგისტრი და ბაკალავრი (წარჩინებით), ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ჩატარებული აქვს 500 - ზე მეტი საჯარო ლექცია მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ლექციები კემბრიჯის უნივერსიტეტში, ქუინსის უნივერსიტეტში, დიუკის უნივერსიტეტში, ტორონტოს უნივერსიტეტში. იგი ხშირად აკეთებს კომენტარს მედიაში. ანა დოლიძე იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე (2015-2016); საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი (2016-2017). 2018 წლიდან არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. მას აქვს 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო და ქართულ ორგანიზაციებში. ანა დოლიძე არის სამი წიგნის და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.